გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

პროფკავშირების გაერთიანებამ სს"რუსთავის აზოტის" 56 მოსარჩელის საქმე მესამე ინსტანციაში მოიგო

30-01-2020

უზენაესმა სასამართლომ წინა ორი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და უკანონოდ დათხოვნილი 56 თანამშრომლის სამსახურში აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო,"რუსთავის აზოტს" აგრეთვე დაევალა და იძულებითი განაცდურის დაუყოვნებლივ, სრული ოდენობით გადახდა 56-ივე მოდავისათვის, რაც მთლიანობაში ორ მილიონამდე ლარს შეადგენს. დავა "რუსთავის აზოტთან" სამი წლის განმავლობაში გრძელდებოდა.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი:

"რუსთავის აზოტიდან" უსინდისოდ გამოგდებული 56 ადამიანი, ჩვენი და-ძმა, დღევანდელი სასამართლოს გადაწყვეტილებით აღდგა სამსახურში და სრულად აუნაზღაურდებათ სამი წლის სახელფასო განაცდური. ზუსტად სამი წელი ვაცხეთ ეს ობლის კვერი და გვიან, მაგრამ მაინც გამოვაცხეთ. მადლობა ამ 56 ღირსეულ და პრინციპულ თანამებრძოლს ნდობისთვის და მოთმინებისთვის, მადლობა ჩვენს პროფესიონალ და გულიან იურისტს თამარ სურმავას, მადლობა ყველა იმ აქტივისტს და მხარდამჭერს ვინც საპროტესტო აქციებში, ყოველგვარი ანგარების გარეშე სოლიდარობას გამოხატავდა,იქნება სოლიდარობა? ყველაფერი გამოვა!!!"

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება - ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი აპოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც დასაქმებულთა უფლებებს იცავს. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ითვლის 150 000მდე წევრს. მისი წევრია 21 დარგობრივი პროფესიული კავშირი და 3 ტერიტორიული პროფკავშირული ორგანიზაცია: საქართველოს პროფესიული კავშირების აჭარისა და აფხაზეთის რესპუბლიკური გაერთიანებები, ცხინვალის სამხარეო პროფკავშირის ცენტრი. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება არის პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის (ITUC) და პან ევროპული რეგიონული საბჭოს (PERK) დამფუძნებელი და წევრი.