გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ვლადიმერ იმნაძე გენერალ-მაიორ ზაზა ჩხაიძეს შეხვდა

31-01-2020

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში დღეს გაიმართა შეხვედრა უწყების დირექტორს, ვლადიმერ იმნაძესა და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეს, გენერალ-მაიორ ზაზა ჩხაიძეს შორის. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ თადარიგის გენერლები _ გენერალ-ლეიტენანტი დავით თევზაძე, გენერალ-მაიორი თეიმურაზ ლორია, გენერალ-მაიორი თენგიზ შუბლაძე, ბრიგადის გენერალი ამირან სალუქვაძე.

მხარეებმა ისაუბრეს ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების ასამაღლებლად თადარიგის გენერლებისა და ოფიცრების ინტელექტუალური რესურსისა და გამოცდილების გამოყენების აუცილებლობაზე და ამ კუთხით თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივაზე; გეგმებსა და იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები დგანან. განიხილეს ამ გამოწვევათა დაძლევის გზები.

როგორც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ აღნიშნა, ასეთი შეხვედრები ქვეყნის მოქმედ და თადარიგის გენერლებს შორის პერმანენტულად გაიმართება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Googleელფოსტაბეჭდვა