გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გარდაბანში აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღე გაიმართა

31-01-2020

აბიტურიენტებისათვის ღია კარის დღეები გრძელდება. 31 იანვარს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით გარდაბნის N1 საჯარო სკოლაშისაინფორმაციოშეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას გარდაბნისრაიონში მცხოვრები აბიტურიენტებიდა პედაგოგები ესწრებოდნენ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა აბიტურიენტებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით. საუბარი შეეხო გამოცდებისათვის რეგისტრაციასა და საგამოცდო პროცესთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

აბიტურიენტთა ინფორმირებულობის მიზნით ღია კარის დღეებისაქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაიმართება.

ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაციასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია კონკრეტული ვადებისა და პროცედურების შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება.