გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

გორის ცენტრში მამაკაცი მანქანაში გარდაიცვალა

15-11-2017

დღეს, საღამოს, დაახლოებით 17 სთ-ზე, შუახნის მამაკაცი მანქანაში გარდაიცვალა. პოლიცია საქმის დეტალებზე არ საუბრობს. მათ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყეს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადაც მივიდა, თუმცა, მათი განცხადებით, მოქალაქე გარდაცვლილი დახვდათ. მუქის ფერის მანქანა იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე იდგა, რომლითაც მძღოლი ტაქსაობდა.

,,გამოძახება დაფიქსირდა 17:06 წუთზე. ჩვენი ბრიგადა ადგილზე 17:11 წუთზე მივიდა, თუმცა მოქალაქე უკვე გარდაცვლილი იყო" - განუცხადეს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს 112-ში. სასწრაფოს ექიმის განმარტებით, შეჯახების შემთხვევა არ ჩანდა. სავარაუდოდ, მამაკაცი საჭესთან ყოფნისას ცუდად გახდა და ავტომობილი გვერდზე დააყენა, თუმცა გზის გამყოფი ზოლის აღმნიშვნელი ყვითელი ფერის ბოძები წაქცეული იყო.

გამოძიება მომხდარის მიზეზს ადგენს.

გარდაცვლილი 1959 წელს დაბადებული მამაკაცია და გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში ცხოვრობდა.


წყარო: საინფორმაციო ცენტრი "შიდა ქართლი"