გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2020    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ახალციხე-ასპინძის გზაზე სამარშრუტო ტაქსი და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახნენ

3-02-2020

ახალციხე-ასპინძის გზაზე, სოფელ რუსთავთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიისას ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და სამარშრუტო ტაქსი შეეჯახნენ, რა დროსაც სამარშრუტო ტაქსი გზიდან გადავიდა და გადაბრუნდა. შემთხვევის შედეგად დაშავდა სამი მგზავრი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი.

სამი წლის ბავშვი კლინიკა “იმედში” შეიყვანეს. როგორც კლინიკის მენეჯერი აცხადებს, ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

სასწრაფო დახმარების ბრიგადას შემთხვევის ადგილზე სამი დაშავებული დახვდა, ერთ-ერთს ადგილზე გაეწია პირველადი დახმარება, მეორემ სამედიცინო მომსახურებაზე უარი განაცხადა, მესამე დაშავებული კი ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მას მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კვირა