გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ნიკოლოზ მეტრეველი: ნაციონალური მოძრაობის „მეკავშირე“ ლობისტურ ჯგუფებთან გამორჩეულად ობიექტური ექსპერტი ბათუ ქუთელია აღმოჩნდა

3-02-2020

„ნაციონალური მოძრაობის „მეკავშირე“ ლობისტურ ჯგუფებთან გამორჩეულად ობიექტური ექსპერტი ბათუ ქუთელია აღმოჩნდა“, - ამის შესახებ ექსპერტი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს.

„გამოდი, ბათუ, გიცანით. ნაციონალური მოძრაობის „მეკავშირე“ ლობისტურ ჯგუფებთან გამორჩეულად ობიექტური ექსპერტი ბათუ ქუთელია აღმოჩნდა. არა არს დაფარულ, რომელი არა განცხადდეს. ადრეც მითქვამს და გავიმეორებ, ე.წ. NGO-ების უმეტესობა „ნაციონალური მოძრაობის“ ქვე-ფილიალებს წარმოადგენენ, რომლებიც საზოგადოებაში ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებენ“. - წერს ნიკოლოზ მეტრეველი.

ინფორმაციისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, ეს ადამიანი არ უნდა იყოს ფორმალურად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და საჯარო სივრცეში მოქმედებს ე.წ. სამოქალაქო არასამთავრობო სექტორის და ე.წ. ობიექტური ექსპერტის სტატუსით, საუბარია ბათუ ქუთელიაზე, რომლის რეგალიაც დღეს არის საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი. იმის მიუხედავად, რომ ბათუ ქუთელიას „ნაცმოძრაობის“ დროს არაერთი უმაღლესი თანამდებობა ეკავა, იგი დღეს ცდილობს, წარდგეს საზოგადოების წინაშე, როგორც მიუკერძოებელი და ობიექტური წარმომადგენელი არასამთავრობო სექტორისა და შეუქმნას ქოლგა არასამთავრობო ორგანიზაციის საშუალებით თავის დღის წესრიგს“.