გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

კახა კუჭავა ბათუ ქუთელიასთან დაკავშირებულ სკანდალზე: თუ ვინმეს კითხვა უჩნდება წყაროს სანდოობაზე, უნდა იცოდეს, რომ ეს ინფორმაცია საჯარო გახადა შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა

3-02-2020

"თუ ვინმეს კითხვა უჩნდება წყაროს სანდოობის შესახებ, უნდა იცოდეს, რომ ეს ინფორმაცია საჯარო გახადა შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა" - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა ბათუ ქუთელიასთან დაკავშირებულ სკანდალს ტელეკომპანია ,,POSTV“-ს თოქშოუში ,,პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად".

მისი თქმით, საყურადღებოა მოვლენათა თანმიმდევრობა.

"ჯერ ქვეყნდება ,,ფეისბუკის“ განცხადება, რომელსაც თავის მხრივ არასწორი ინტერპრეტაცია მოჰყვა, რადგან არაზუსტი თარგმანი იყო. ,,ფეისბუკს“ არ უთქვამს, რომ გაუქმებული ექაუნთები ანტიდასავლური შინაარსის იყო. ეს იყო სიცრუე. ხოლო თავად გაუქმების შეკვეთა მომდინარეობდა, სწორედ იმ ორგანიზაციის მიერ, რომელსაც წარმოადგენს ბათუ ქუთელია.

თუ ვინმეს კითხვა უჩნდება წყაროს სანდოობის შესახებ, უნდა იცოდეს, რომ ეს ინფორმაცია საჯარო გახადა შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა. ეს არ არის შემთხვევითი ინფორმაცია, ის დევს ოფიციალურ გვერდზე. ვერ ვიტყვი მთელ არასამთავრობო სექტორზე, მაგრამ მთელი რიგი ორგანიზაციები და მათი წარმომადგენლები აშკარა მიკერძოებულობით გამოირჩევიან და ფეიკნიუსების გავრცელებაში მონაწილეობენ. ამას ხედავს მოსახლეობა და როდესაც აკეთებს არჩევანს, თუ რომელ პარტიას დაუჭიროს მხარი, ძალიან მარტივია ეს შედარება“, - განაცხადა კახა კუჭავამ.