გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბაღდათში სახლში, სადაც 6 ადამიანი დაიწვა, ხანძარი სავარაუდოდ, ბუხრიდან გაჩნდა

4-02-2020

ბაღ­და­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ხან­ძრის ად­გილ­ზე, სა­დაც ექ­ვსი ადა­მი­ა­ნი და­იწ­ვა, პო­ლი­ცია და მაშ­ვე­ლე­ბი ამ დრომ­დე მუ­შა­ო­ბენ.

ად­გილ­ზე თბი­ლი­სი­დან ელო­დე­ბი­ან ექ­სპერტ-კრი­მი­ნა­ლის­ტებს, რომ მოხ­დეს გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზის დად­გე­ნა.

მე­ზობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მი­ტო­ვე­ბულ სახ­ლში, სა­დაც გორ­გო­ძე­ე­ბის ოჯა­ხი ცხოვ­რობ­და, ელექტრო­ე­ნერ­გია და ბუ­ნებ­რი­ვი აირი არ იყო და ხან­ძა­რი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ბუ­ხარ­ში დან­თე­ბულ­მა ცე­ცხლმა გა­მო­იწ­ვია.

ხან­ძარს შემ­თხვე­ვით გა­და­ურჩნენ და­ღუ­პუ­ლი ოთხი ბავ­შვის მამა და ბე­ბია, ისი­ნი შემ­თხვე­ვის დროს მა­ღა­ზი­ა­ში იყ­ვნენ წა­სუ­ლი, უკან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლებ­მა კი ოჯა­ხის წევ­რე­ბის გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ა­ხერ­ხეს, რად­გან ხის სახ­ლს ცე­ცხლი წა­მებ­ში მო­ე­დო.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გორ­გო­ძე­ე­ბის ოჯა­ხი ბაღ­დათ­ში, წე­რეთ­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე მი­ტო­ვე­ბულ სახ­ლში რამ­დე­ნი­მე დღის წინ შე­სახ­ლდა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ ერთი კვი­რის წინ ოჯა­ხის წევ­რი გარ­და­ეც­ვა­ლათ.

ბაღ­და­თის მე­რია არ ადას­ტუ­რებს გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას იმის შე­სა­ხებ, რომ სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ ოჯახს მოხ­სნი­ლი ჰქონ­და სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა. ქა­ლა­ქის მე­რის არ­ჩილ გოქ­სა­ძის თქმით, ოჯახს შე­მოწ­მე­ბის მიზ­ნით ერთი თვით ჰქონ­და დახ­მა­რე­ბა შე­ჩე­რე­ბუ­ლი და თან­ხა დე­კემ­ბერ­ში სრუ­ლად და­ე­რი­ცხათ. ამას­თან, გორ­გო­ძე­ე­ბი მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხის დახ­მა­რე­ბა­საც იღებ­დნენ.

წუ­ხელ ბაღ­დათ­ში მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ას 6 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. და­ღუ­პუ­ლია ორ­სუ­ლი ქალი ოთხ მცი­რე­წლო­ვან შვილ­თან ერ­თად და ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი შუ­ახ­ნის ქალი.

ambebi.ge