გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ქედაში მეწყერმა ცენტრალური მაგისტრალი ჩახერგა

4-02-2020

უამინდობამ პრობლემები შექმნა აჭარაში. კერძოდ, ქედაში, სოფელ მახუნცეთთან ცენტრალურ მაგისტრალზე ჩამოწოლილმა მეწყერმა გზა ჩახერგა.

მიწის მასის გამო საავტომობილო გზაზე მოძრაობა დაახლოებით 1 საათი შეფერხებული იყო.

ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გზას მძიმე ტექნიკა წმენდს. ამ დროისთვის ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრაობა ცალმხრივად აღდგენილია.

პია