გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

2025 წლის „ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის“ ბორჯომსა და ბაკურიანში გამართვის სურვილი არსებობს - ევროპის ოლიმპიური კომიტეტის სპორტული დირექტორი

5-02-2020

„სასიხარულო ის ფაქტი, რომ საქართველოში ყველა ინსტიტუტი მზადაა ითანამშრომლოს შეჯიბრის საუკეთესოდ გამართვისთვის და იმუშაოს როგორც ერთიანმა გუნდმა ოლიმპიური კომიტეტის, სხვადასხვა უწყებებისა და სამინისტროების თანამშრომლობით. ჩვენ ვხედავთ ენთუზიაზმსა და მზაობას, რომ გაკეთდეს მაქსიმუმი, რათა საქართველომ, როგორც პატარა ქვეყანამ, ღირსეულად ჩაატაროს ფართომასშტაბიანი საერთაშორისო ზამთრის სპორტული ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ათლეტი მიიღებს,“ - განაცხადა ევროპის ოლიმპიური კომიტეტის სპორტულმა დირექტორმა, პიტერ ბრულმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შეხვედრის დასრულების შემდეგ.


ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის შეფასების კომისიის წევრებს დღეს მინისტრი ნათია თურნავა შეხვდა.


„მოხარულები ვართ, რომ ვიმყოფებით საქართველოში 2025 წლის „ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის“ შეფასების კომისიის ფარგლებში, რომლის გამართვის სურვილი არსებობს ბორჯომსა და ბაკურიანში. ძალიან პოზიტიურად ვართ განწყობილები ჩვენდამი გამოჩენილი სტუმართმოყვარეობის გამო, - განაცხადა ევროპის ოლიმპიური კომიტეტის სპორტულმა დირექტორმა პიეტრ ბრულმა.


საქართველოს მთავრობამ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარდგინებით გადაწყვიტა უმასპინძლოს „ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს“ ზამთრის სპორტულ სახეობებში, რომელიც 2025 წელს ბაკურიანში იგეგმება. ევროპის ოლიმპიურ კომიტეტში განაცხადი გასულ წელს გაიგზავნა, შედეგად ოლიმპიურმა კომიტეტმა საქართველო დაარეგისტრირა როგორც კანდიდატი ქვეყანა.