გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ანდრია ჯაღმაიძე: მონასტერს შეფარებულმა ფსიქიურად დაავადებულმა მოკლა ერთი პირი და გაიქცა

5-02-2020

დაბა მარტყოფში, ანტონ მარტმყოფელის სახელობის ღვთაების მონასტრის კელიაში მომხდარ მკვლელობის ფაქტს სოციალურ ქსელში ანდრია ჯაღმაიძე ეხმაურება.

"როგორც ეპარქიიდან შეგვატყობინეს მარტყოფის ღვთაების მონასტერში მოხდა მკვლელობა. მონასტერს შეფარებული ჰყავს უსახლკაროები და სხვადასხვა სოციალური თუ სამედიცინო პრობლემების მქონე ადამიანები. როგორც აგვიხსნეს, ერთ-ერთმა ფსიქიურად დაავადებულმა, მონასტერს შეფარებულმა ადამიანმა მოკლა მეორე და გაიქცა მონასტრიდან",- წერს ჯაღმაიძე.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.

პია