გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2020    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და გ.ჩაფიძის კარდიოლოგიის ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა

5-02-2020

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა. მემორანდუმს ხელი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ და აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, რევაზ ჯორბენაძემ მოაწერეს.

ურთიერთთანამშრომლობა უწყებასა და ჩაფიძის გულის ცენტრს შორის, 2017 წლის აპრილში დაიწყო და პირველი მემორანდუმიც გაფორმდა, რომელიც მხარეთა შეთანხმებით, ყოველწლიურად გრძელდება. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ჩაფიძის გულის ცენტრმა, თანამშრომლობის დაწყებიდან დღემდე, უწყების ბენეფიციარებისთვის, 120-მდე საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარა. გულის ცენტრის მედპერსონალმა, მთელი საქართველოს მასშტაბით, 10 000- მდე ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანსა და მათი ოჯახის წევრებს გაუწია კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება, რისთვისაც უწყება მათ მადლობას უხდის.

“ დღეს ჩვენთვის და ვეტერანებისთვის კარგი დღეა. გავაგრძელეთ ჩაფიძის კლინიკასთან მემორანდუმი. დიდი მადლობა მინდა, ვუთხრა ჩაფიძის კლინიკას, რომელიც გვეხმარება, ყურადღება მივაქციოთ ჩვენს ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს,“_ განაცხადა ვლადიმერ იმნაძემ.

„ უკვე სამი წელია, რაც ჩვენი თანამშრომლობა მიმდინარეობს. მე ვფიქრობ, ეს თანამშრომლობა არის ძალიან ნაყოფიერი. მოგვეცა შესაძლებლობა, ძალიან ბევრი ღირსეული მამულიშვილისა და მათი ოჯახის წევრებისთვის გაგვეწია მომსახურება.

ჩვენ ძალიან გვიხარია და ამაყები ვართ იმით, რომ მებრძოლებს სამშობლოს დამცველებს ვემსახურებით და ჩვენ ამას აუცილებლად გავაგრძელებთ’’,_აღნიშნა რევაზ ჯორბენაძემ.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ვეტერანებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, კვლავაც გაგრძელდება, რომელთა შესახებაც უწყების ბენეფიციარებს ინფორმაცია წინასწარ მიეწოდებათ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Googleელფოსტაბეჭდვა