გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2020    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

დიმიტრი ხუნდაძე: ამდენმა ტყუილმა შესაძლოა საზოგადოება იმაზე მეტად დააზიანოს ვიდრე რომელიმე ვირუსმა

5-02-2020

„ქვეყანაში კორონა ვირუსთან დაკავშირებით დიდი აჟიოტაჟია შექმნილი. დღეს ჩვენი ქვეყანა საბედნიეროდ არის მწვანე ზონაში, ეს არის ყველაზე დაბალი რისკის ზონა, მაგრამ აქაც ხმოვანი სიგნალები, პირდაპირი თუ არაპირდაპირი მინიშნებები, მითითებები თუ გახმოვანებები, რომ თითქოს ქვეყანაში ვირუსი არის და ამას ხელისუფლება მალავს. არადა, კომიტეტშიც ორჯერ გვქონდა შეხვედრა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან, ექსპერტებთან. ჯანდაცვის სამინისტრო, ყველა უწყება, საგარეო თუ სასაზღვრო, ყველა ჩართულია და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელს პირდაპირ დავუსვი კითხვა სად გაქვთ შენიშვნა ჩვენი რეკომენდაციების შესრულებაში - არც ერთი შენიშვნა მათ არ ჰქონდათ. ერთადერთი შენიშვნა იყო საზოგადოების სწორი ინფორმირებულობა და ამაში ოპოზიციის და მედიის როლიც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ხელისუფლებამ ქვეყანაში არა მხოლოდ ვირუსის შესაძლო შემოსვლაზე იმუშავა და დღესაც მუშაობს, არამედ იზრუნა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოებაზეც და ჩვენ არ მივატოვეთ ეპიცენტრში მყოფი ჩვენი მოქალაქეები. ღეს უკვე ისინი გადიან შესაბამის რეჟიმს, რომ მათ უსაფრთხოებას თან ერთოდეს აქაური მოქალაქეების უსაფრთხოება და არ იყვნენ ვირუსის მატარებლები“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისი თქმით, რა თქმა უნდა პრობლემები არსებობს, მაგრამ: „თუ გვინდა მისი დაძლევა სიცრუე დომინანტად არ უნდა ვაქციოთ სიმართლეზე, ობიექტურობას არ უნდა გავცდეთ და მხოლოდ პოლიტიკური სარგებელი არ უნდა ვეძებოთ. ამდენმა ტყუილმა და ფსიქოლოგიურმა შტურმმა შესაძლოა საზოგადოება იმაზე მეტად დააზიანოს ვიდრე ეს შეძლოს რომელიმე ვირუსმა".​