შაბათი, აპრილი 05, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

TOP.GE
მარტყოფის მონასტერში მკვლელობის შემდეგ გაქცეული პირი რუსეთის მოქალაქეა - ის ციხეში 18 წელი იჯდა

6-02-2020

მარტყოფის ღვთაების მამათა მონასტრის წინამძღვრის არქიმანდრიტ მამა ბენიამენის თქმით, მონასტერში მომხდარი მკვლელობის შესახებ მან გამთენიისას, ლოცვების დაწყების წინ შეიტყო.

არქიმანდრიტი ამბობს, რომ კელიაში სადაც გარდაცვლილი იპოვეს სამი ადამიანი ცხოვრობდა, რომელთაგან 2 მონასტერში თვეების განმავლობაში დადიოდა.

მისივე თქმით, პირი, რომელიც მონასტრიდან გაიქცა 18 წლის განმავლობაში ციხეში იჯდა და მას სულიერი პრობლემები ჰქონდა.

"ღამის ოთხის 15 წუთი იყო, შემოვიდა სტუმარი და მითხრა - ჩემს ოთახში მამაკაცია გარდაცვლილი. 03:30-ზე ლოცვა გვეწყება 03:15-ზე მივიდა, რომ გაეღვიძებინა, გადახადა ზეწარი და დაინახა, რომ კაცი გარდაცვლილი იყო. კისერში ჰქონდა ჭრილობა მიყენებული დანით. დავურეკეთ პატრულს და გარდაცვლილიც და მასთან ერთად მაცხოვრებლებიც წაიყვანეს, შემდეგ ვიკითხე გაქცეულს და მოკლულს თუ ჰქონდა კონფლიქტი-თქო და არაო. დაღუპული ერთი წლის განმავლობაში დადიოდა ჩემთან, გაქცეული კი წელიწადნახევრია დადის, სულიერი პრობლემები ჰქონდა და 18 წელი იჯდა ციხეში", - განაცხადა სასულიერო პირმა.

დაბა მარტყოფში, ანტონ მარტმყოფელის სახელობის ღვთაების მონასტრის კელიაში ერთი პირი მოკლული იპოვეს. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.


პია