გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ლალისყურის ციხეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

1-02-2018

თელავის მუნიციპალიტეტში მდებარე XVIII-XIX საუკუნეების ლალისყურის ციხეს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ლალისყურის ციხე კახეთის მეფე დავით II იმამ-ყული-ხანმა 1702-1722 წლებში ააგო. ისტორიკოს პლატონ იოსელიანის თქმით, ციხე თავად ჯარდან ჩოლოყაშვილს ეკუთვნოდა. 1742 წელს ციხე მნიშვნელოვნად დაინგრა ძლიერი მიწისძვრის შედეგად, მაგრამ მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ერეკლე მეორის ბრძანებით 50-იან წლებში აღუდგენიათ.

ციხე ნაგებია რიყის ქვით. შიგადაშიგ გამოყენებულია აგური. XIX საუკუნეში ციხემ გარკვეული ცვლილება განიცადა - ეზოში აშენდა სასახლე და გადაკეთდა სამხრეთ-აღმოსავლეთი კოშკი. კოშკის პირველ სართულზე ბუხარი და სწოკუთხა ნიშებია. ნიშებში თითო სათოფურია, კედლებში კი შეწყვილებული სათოფურები. ჩრდილო-აღმოსავლეთის კოშკი მდინარემ დაანგრია და შემორჩენილი აღარ არის.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების შემდეგ ციხის მოვლა-პატრონობას სახელმწიფო ახორციელებს. ძეგლის დაზიანება, ან მასზე თვითნებური ქმედებების განხორციელება კანონით ისჯება.

reginfo.ge