გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ხმაური ქობულეთში – ცეცხლაძეების ოჯახს საცხოვრებელი ბინიდან ასახლებენ

7-02-2020

ქობულეთში ცეცხლაძეების ოჯახის გამოსახლების პროცესი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახსა და ეროვნული აღსრულების ბიუროს შორის წლების განმავლობაში მოლაპარაკება მიმდინარეობდა, ცეცხლაძეებმა ამ დროის მანძილზე ვერ შეძლეს მევახშისთვის ვალის დაბრუნება. აღნიშნულის გამო კი ხუთწევრიანმა ოჯახმა, რომელთაგანაც ორს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, საცხოვრებელი უნდა დატოვოს.

ადგილზე იმყოფება უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძეც.
,,დილიდან ოჯახთან ვართ, შენობაში შესვლის უფლება არ გვეძლევა, სახლში ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ორი პირია. ამ ყველაფერს მოყვება საპროტესტო აქციაც – არა გამოსახლებას. არ უნდა ხდებოდეს მსგავსი რამ ქვეყანაში, გამოსავალი უნდა მოიძებნოს“, – ამბობს თამაზ ბაკურიძე.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებიც. ოჯახის ერთ-ერთი წევრი ცუდად გახდა, ექიმებმა  დახმარება ადგილზე გაუწიეს.

შეგახსენებთ რომ ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მცხოვრებ ცეცხლაძეების ოჯახს კერძო მევახშისგან თანხა ჰქონდა აღებული, რომლის დაბრუნებაც ოჯახმა ვერ შეძლო.

"კვირა"