გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

რას პასუხობს ლაგოდეხის მერი საზოგადოებას – “გზაც რეალურია და ჩემი სურათიც”

7-02-2020

ლაგოდეხის მერის ჯონდო მდივნიშვილის სოციალურ ქსელში გავრცელებულმა სურათმა საზოგადოებაში დიდი პოპულარობა მოიპოვა. მის ამ სურათზე “ფეისბუქის” გვერდებმა თუ პიროვნებებმა სხვადასხვა მიმი გააკეთეს და სოციალური ქსელი გაახალისეს.

“რეგიონული კვირა” ლაგოდეხის მერს დაუკავშირდა და ჯონდო მდივნიშვილმა პირველი კომენტარიც სწორედ ჩვენთან გააკეთა.

მისი განმარტებით, სურათი რეალურია, თუმცა არ მალავს, რომ მისმა ამ სურათმა ქვეყანაში მიმდინარე ყველა პოლიტიკური პროცესი გადაფარა.

“ახლაც იმ ობიექტზე ვიმყოფები, სადაც რეალურად ეს ფოტო გადავიღე. ეს ამბავი არ მიმაჩნია იმდენად სერიოზულ საკითხად, რამხელა აჟიოტაჟიც გამოიწვია საზოგადოებაში.

საქართველოში მიმდინარე ყველა პოლიტიკური პროცესი გადაფარა ამ სურათმა.
არაფერი მომიპარავს, ხალხი არ გამიძარცვავს და ახლაც იგივე სამოსი მაცვია ზუსტად.

ცნობისთვის, გზაც რეალურია და ჩემი სურათიც”, – უთხრა “რეგიონულ კვირას” ჯონდო მდივნიშვილმა.

ცნობისთვის,სურათზე ნაჩვენებ გზის პროექტზე 3 მილიონამდე ლარია გამოყოფილი ბიუჯეტიდან და მიზნად სოფელ შრომაში საუბნო გზების რეაბილიტაციას ისახავს.

კვირა