გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ემზარ საბანაძე „სოფლის ექიმის" სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ონის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ ექიმებს შეხვდა.

7-02-2020

ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე საკრებულოს თავმჯდომარესთან შუქურა ჯაფარიძესთან ერთად ონის მუნიციპალიტეტში „სოფლის ექიმის" სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დასაქმებულ ექიმებს შეხვდა.


შეხვედრას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სავანეთის მხარის გუბერნატორის მოადგილე ლევან ქვათაძე და სოციალური მომსახურების სააგენტოს რეგიონალური სამსახურის უფროსი დავით მუსერიძე ესწრებოდნენ.


ემზარ საბანაძემ ონის მუნიციპალიტეტისთვის „სოფლის ექიმის“ პროგრამის მნიშვნელობასა და ამ სფეროში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

პრობლემები ძირითადად ტრანსპორტის, შენობა-ნაგებობის არქონას და ზამთრის პერიოდში სოფლების რთულ გეოგრაფიულ მდებარეობას უკავშირდება.


„აღნიშნულ პროგრამაში დასაქმებული ექიმების, როგორც სამედიცინო სფეროს ყველა წარმომადგენლის პასუხისმგებლობა უდიდესია მოსახლეობის წინაშე, რაც ხშირ შემთხვევაში რთულ პირობებში მუშაობასაც გულისხმობს. მერია კომპეტენციისა და შესაძლებლობის ფარგლებში ყოველთვის მხარს დაუჭერს თითოეულ ექიმს საქმიანობის პროცესში", - განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ.


სოციალური მომსახურების სააგენტოს რეგიონალური სამსახურის უფროსის დავით მუსერიძის განცხადებით, მარტის თვეში სამედიცინო სფეროში დაანონსებული ცვლილებები გარკვეულწილად გააუმჯობესებს არსებულ მდგომარობას.