გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ახალქალაქში ქორწილის დროს სამი ახალგაზრდა დაჭრეს

7-02-2020

ახალქალაქში ქორწილის დროს სამი ახალგაზრდა დაჭრეს. ჩხუბი სიტყვიერი შელაპარაკებით დაიწყო და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

სამივე ახალგაზრდას ჭრილობები დანით აქვს მიყენებული. დაჭრილები სოფელ კუმურდოდან არიან.

ახალგაზრდები ახალქალაქის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდათ.

დაჭრილის ახლობლების ინფორმაციით, ერთ-ერთ მათგანს ჭრილობა გულის არეში, მეორეს მუცლისა და გულის, ხოლო მესამეს თირკმელზე აქვს მიყენებული.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ოპერაციის დასრულების შემდეგ ორი მათგანი კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა. დაშავებულები 23, 27 და 29 წლის ბიჭები არიან.

როგორც შსს-ში აცხადებენ,  საქმეზე გამოძიება 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

"კვირა"