1-02-2018
ბაღდათში გარდაცვლილ 14 წლის მარიამ სამხარაძეს საქმრო ჰყავდა, ტყიბულის რაიონის სოფელ მუხურაში მცხოვრები – თენგო ქურციკიძე. საქმრომ ჯერჯერობით მარიამის გარდაცვალების შესახებ არ იცის, რადგან ჯარში იმყოფება. შეყვარებულები დაქორწინებას თენგოს ჯარის დასრულების შემდეგ აპირებდნენ და მრავალი გეგმა ჰქონდათ. როგორც სოფელში ამბობენ, ვაჟის ოჯახმა სარძლო დიდი სიყვარულით მიიღო და გოგონას ხელის გულზე ატარებდნენ. ჟურნალი "სარკე" თემურ ქურციკიძეს ესაუბრა.
– ჯერ კიდევ არ მჯერა, თითქოს ყველაფერი შეიცვალა. მარიამი ჩვენთან ოჯახის წევრივით იყო, ბევრჯერ იყო ნამყოფი ჩვენს სახლში. ჩემი ძმის საცოლე იყო, როცა ჯარს დაამთავრებდა დიდი გეგმები ჰქონდათ. ძმამ ჯერ არც იცის ეს ამბავი. მამაჩემი აპირებს ხვალ უფროსებთან მისვლას და ძმის გამოშვებას სთხოვს. იმედია, გამოუშვებენ, რათა თენგო გასვენებაზე მაინც მივიდეს.
– სად და როდის გაიცნეს მარიამმა და თენგომ ერთმანეთი?
– როხში დეიდა მყავს, იქ გაიცნო ჩემმა ძმამ მარიამი. დაახლოებით წელიწად-ნახევარი იქნება, რაც ერთმანეთი უყვარდათ. 7 იანვარს მარიამს დაბადების დღე ჰქონდა, წელს ჩვენთან იყო ჩამოსული და კარგი დროც ვატარეთ. ვინ წამოიდგენდა, რომ მის ბოლო დაბადების დღეს აღვნიშნავდით.
– მისი გარდაცვალების მიზეზებზე ახალი დეტალები ხომ არ გახდა ცნობილი?
– გარდაცვალების მიზეზი ჯერ არაფერია ცნობილი. ექსპერტიზის პასუხი ერთი თვის შემდეგ იქნება.
შეგახსენებთ, რომ ბაღდათის სოფელ როხში 14 წლის გოგონას მუცელი ასტკივდა და მოულოდნლად მამას ჩააკვდა ხელში.