გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ხობში სტუმრის მიერ დაჭრილი ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა

8-02-2020

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში მცხოვრები ქალი, რომელსაც თავდასხმის შედეგად მამაკაცმა თავის არეში ბლაგვი საგნით  დაზიანებები მიაყენა, საავადმყოფოში დღეს გარდაიცვალა. ის ქუთაისის საავადმყოფოში მართვით სუბნქვაზე იმყოფებოდა.

ხობში, ერთ-ერთ ოჯახში სტუმრად მყოფმა ახალგაზრდა მამაკაცმა მეზობელ ქალთან ერთად, მასპინძელი მამაკაცი დაჭრა. დაჭრილი მამაკაცი ხობის რეფერალურ კლინიკაში გარდაიცვალა.

ბრალდებულ ი.ა- ს ზუგდიდის რაიინულმა სასამართლოს აღკვეთ ღონისძიებას პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით – 108-ე განზრახ მკვლელობის და 19-108-ე, განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლებით აქვს წარდგენილი.
ოჯახის წევრების განცხადებით, მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და მკურნალობის მიზნით, შესაბამის მედიკამენტებს იღებდა.

შემთხვევა ხობში, პირველ თებერვალს მოხდა.

კვირა