გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ვოლსკი სააკაშვილზე: ყავლგასული პოლიტიკოსია

8-02-2020

პარლამენტის ვიცე- სპიკერი გია ვოლსკი "საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის" ბაზაზე პირადი შტაბის გახსნასთან დაკავშირებით ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

"მიხეილ სააკაშვილის განცხადებების შეფასება არის მხოლოდ ცალსახა და ერთმნიშვნელოვანი. ის არის ყავლგასული პოლიტიკოსი. 2014 წლიდან გვემუქრება, რომ რევოლუცია იქნება. იმდენ ტყუილს იძახის, რომ არ მგონია მისი გუნდის წევრებისთვისაც მოსახერხებელი ადამიანი იყოს, პირიქით, რაც უფრო მალე გათავისუფლდებიან სააკაშვილისგან შეიძლება მცირე წარმატებაზე იფიქრონ", - განაცხად გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, პირველი მარტიდან ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ბაზაზე საკუთარი შტაბის გახსნას გეგმავს

PIA