გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ხულოს მუნიციპალიტეტში, უხვი ნალექის გამო, სკოლებსა და ბაღების უმრავლესობაში სასწავლო პროცესი ჩაიშალა

10-02-2020

აჭარაში უხვი ნალექის გამო პრობლემები შეიქმნა. მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში ტრანსპორტის გადაადგილება შეფერხებულია.

როგორც ხულოს მერმა ვახტანგ ბერიძემ „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ხულოს მუნიციპალიტეტში, უჩხოს, დანისპარაული, ვერნებისა და თხილვანის საბავშვო ბაღებში მოსწავლეთა გამოუცხადებლობის გამო, სასწავლო პროცესი ჩაიშალა.

მისივე თქმით, მუნიციპალიტეტის შიდა სოფლებში მოქალაქეები ცენტრალურ გზას საცალფეხო ბილიკებით უკავშირდებიან.

„ხულოს მუნიციპალიტეტში, უხვმა ნალექმა სასწავლო დაწესებულებებში პროცესი შეაფერხა. მოსწავლეთა დასწრება არის დაბალი.

რაც შეეხება ადმინისტრაციულ ცენტრებს, საავტომობილო გზა გაწმენდილია, თუმცა შიდა სოფლებში მოქალაქეები ფეხით გადაადგილდებიან, ეტაპობრივად მოხდება გზების გაწმენდა ყველა მიმართულებით. ჩვენ მაქსიმალურად ჩართული ვართ. მოსახლეობას წყალი, დენი უწყვეტად მიეწოდება",- აღნიშნა ვახტანგ ბერიძემ.

აჭარის საავტომობილო გზის დეპარტამენტის ინფორმაციით, მძიმე ტექნიკა ქობულეთში, ხულოში, ხელვაჩაურსა და ქედის მუნიციპალიტეტებში გზის გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს.

რაც შეეხება ბათუმს, ეტაპობრივად იყრება ტექნიკური მარილი. ტროტუარებისა და გზების გაწმენდითი სამუშაოებს შპს „სანდასუფთავების“ თანამშრომლები ახორციელებენ.

ინტერპრესნიუსი