გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ატილა არაკოვაჩი: ოპოზიცია ყველა საკითხში უნდა იყოს ჩართული, მაგრამ იმ ადამიანებით, რომლებსაც არ აქვთ კრიმინალური წარსული

11-02-2020

ოპოზიცია ყველა საკითხში უნდა იყოს ჩართული, მაგრამ იმ ადამიანებით, რომლებსაც არ აქვთ კრიმინალური წარსული“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის, გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით ევროპარლამენტარმა​ ატილა არაკოვაჩმა განაცხადა.

„მაქვს ინფორმაცია და არ მაქვს ეჭვები, რომ ის ჩართული იყო კორუფციაში. ეს შეკითხვები თუ სწორია, მე ვერ გავაკეთებ კომენტარს. მხოლოდ შემიძლია, მივიღო არსებული რეალობა. რა თქმა უნდა, ოპოზიცია ყველა საკითხში უნდა იყოს ჩართული, მაგრამ იმ ადამიანებით, რომლებსაც არ აქვთ კრიმინალური წარსული“, – განუცხადა ევროპარლამენტარმა ჟურნალისტებს.

ცნობისთვის, უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

პროკურატურა გიგი უგულავას მერობის პერიოდში თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლაგვას ედავებოდა. 2018 წელს საქალაქო სასამართლომ ყოფილ მერს აღნიშნულ საქმეზე 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა სხვა საქმეზე გამოტანილმა განაჩენმა ახალი განაჩენი შთანთქა და სასამართლომ სასჯელი მოხდილად ჩაუთვალა.

გიგი უგულავა ე.წ. მატროსოვის ციხეში 10 თებერვალს გადაიყვანეს.