გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბათუმში უხვი ნალექის გამო ე.წ. ბარაკული ტიპის სახლი ჩამოინგრა

12-02-2020

ბათუმში  უხვი ნალექის გამო თამარ მეფის ქუჩაზე ბარაკული ტიპის სახლის ნაწილი ჩამოინგრა. ნაგებობა ძველი და ამორტიზებულია. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ე.წ. ბარაკული ტიპის სახლში 20-მდე ოჯახი ცხოვრობს.
როგორც ადგილობრივებმა ,,რეგიონულ კვირას” განუცხადეს, საცხოვრებელთან დაკავშირებული პრობლემის შესახებ ბათუმის მერიას არაერთხელ აცნობეს, თუმცა სიცოცხლისთვის საფრთხისშემცველ გარემოში ცხოვრება დღემდე უწევთ.
,,მოლოდინი იყო რომ ეს სახლი დაინგრეოდა, ნაგებობაზე ბევრმა თვითნებურად მიაშენა, რაც საფრთხეს წარმოადგენს. გარდა ამისა ამორტიზებულია კიბე, ჭერი, იატაკი, ბარაკი უვარგისია საცხოვრებლად. დაახლოებით ერთი წლის წინ მერიის სამსახურიდან იყვნენ მოსულები, შეისწავლეს ნაგებობა, თუმცა უცნობია რა ბედი ელის ბარაკულ სახლს და მასში მცხოვრებ ოჯახებს. უხვი ნალექი კიდევ უფრო საფრთხეს გვიქმნის”-განაცხადეს ადგილობრივებმა.
როგორც ბათუმის მერიაში “რეგიონულ კვირას” განუმარტეს,  ადგილზე უკვე იმყოფებოდა შესაბამისი სამსახური და ნანგრევებისგან გაწმენდითი სამუშაოები ნაწილობრივ განხორციელდა. დღესვე, სამშენებლო ნარჩენებისგან ტერიტორიის სრული გაწმენდა და ზარალის დათვლა მოხდება.

“რეგიონულ კვირას” ბათუმის მერიაში უთხრეს, რომ მოსახლეობის მომართვიანობის საფუძველზე ბათუმში სულ 45 ავარიული და ნაკლებად ავარიული სახლია აღრიცხული.
,,მოსახლეობის მომართვიანობიდან გამომდინარე 45 სახლი საჭიროებს შესწავლას, თუმცა ყველა მათგანი ავარიული არ არის. მოხდება შესაბამისი ექსპერტიზა, რომელიც განსაზღვრავს საცხოვრებელი რამდენად საფრთხისშემცველია. შესაძლებელია თუ არა ნაგებობის აღდგენა, რეაბილიტაცია თუ პირიქით, საჭიროებს იქ მცხოვრებლების გამოსახლებას და ახალი საცხოვრებლით დაკმაყოფილებას”,-განაცხადა ბათუმის მერიის მუნიციპალური ფონებისა და სერვისების მართვის სამსახურის უფროსმა, დავით კოპინაძემ.

კვირა