გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ონის მუნიციპალიტეტს ოთხი ერთეული ავტობუსი გადაეცა

12-02-2020

ონის მუნიციპალიტეტს თბილისის მერიამ ოთხი ერთეული ავტობუსი გადასცა.


ავტობუსები ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ საკრებულოს თავმჯდომარესთან შუქურა ჯაფარიძესთან ერთად დაათვალიერა.


ავტობუსები შემდეგი მიმართულებით დაინიშნება: ონი-ამბროლაური-ონი; ონი-უწერა-შოვი-ონი; ონი-ქვედრულა-ირი-ონი, 13 თებერვლიდან კი ექსპლოატაციაში შევა ონი-ამბროლაური-ონის მარშუტი.


ტრანსპორტირება განხორციელდება ყოველდღე, 08:30 საათზე დემეტრე მეორის მოედნიდან და 15:00 საათზე ამბროლაურიდან, პროფესიული სასწავლებლის მიმდებარე ტერიტორიიდან.


ტექნიკური საკითხების დაზუსტების და ტარიფების დადგენის დასრულებამდე, ონი-ამბროლაურის მარშრუტი, ონის განვითარების ფონდის მხარდაჭერით და დაფინანსებით იმოძრავებს უფასოდ ერთი თვით - 13 თებერვლიდან 13 მარტის ჩათვლით.


ინფორმაცია აღნიშნული მარშუტების სრული დატვირთვით ექსპლოატაციაში შესვლისა და ტარიფების თაობაზე, ტექნიკური პროცედურების დასრულებისთანავე განთავსდება ონის მუნიციპალიტეტის მერიის ფეისბუქგვერდზე და განცხადებების სახით.