გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

დასუფთავების და მყარი ნარჩენების მართვის სერვისებისთვის პროექტთან დაკავშირებით ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გამართა

12-02-2020

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში პროექტის „ დასუფთავების და მყარი ნარჩენების მართვის სერვისებისთვის სამუშაოს შესრულების მართვის სისტემის შემუშავება 23 მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, პროექტის მკვლევარმა რონი კვაჭაძემ სამუშაო შეხვედრა გამართა ონის მუნიციპალიტეტის მყარი მუნიციპალური ნარჩენების მართვის ჯგუფის წევრებთან , ონის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებთან და შპს“ ონის სერვის ჯგუფის“ თანამშრომლებთან.

შეხვედრაზე ისაუბრეს ონის მუნიციპალიტეტში დასუფთავების და მყარი მუნიციპალური ნარჩენების მართვის მიმართულებით არსებულ პრობლემებზე.
გაცნობებთრომ პროექტი: „ დასუფთავების და მყარი ნარჩენების მართვის სერვისებისთვის სამუშაოს შესრულების მართვის სისტემის შემუშავება 23 მუნიციპალიტეტში“ 2019 წლის 17 ოქტომბერს გაეროს განვითარების პროგრამამ ( UNDP) საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობითდემოკრატიული მმართველობის პროგრამის ფარგლებში დაიწყო.


მოცემულ ორწლიან პროექტს ახორციელებს ადგილობრივი კომპანია „ პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფი -PMCG”.
პროექტის მიზანია მყარი მუნიციპალური ნარჩენების მართვის და დასუფთავების სერვისებისთვის დაინერგოს სამუშაოს შესრულების მართვის ელექტრონული სისტემა (PMS) სამიზნე აუდიტორიებშირომელიც დაეხმარება ამ მუნიციპალიტეტებს უფრო ეფექტურად და ეფექტიანად დაგეგმონგანახორციელონ და გაუწიონ მუდმივი მონიტორინგი თავიანთ საქმიანობას მოცემულ სფეროში.