1-02-2018
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის, ხაშური-ახალციხე-ვალეს (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ30-კმ96 (ბორჯომი-ვალეს საზღვარი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით ინტენსიური თოვის გამო, ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის კმ30-კმ96 მონაკვეთზე იკრძალებოდა მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.