გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2024    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ქართველი ხელოვანები პარიზის ყველაზე პრესტიჟულ გამოფენაზე წარსდგნენ

13-02-2020

11-16 თებერვალს პარიზში არტ კაპიტალის ექსპოზიციის ფარგლებში გამოიფინა 9 ქართველი ხელოვანის ნამუშევარი. მსოფლიო მნიშვნელობის გამოფენის ორგანიზატორები არიან «ფრანგ ხელოვანთა ასოციაცია», რომელიც დაარსდა მეფე ლუი XIV -ის პრემიერ მინისტრის, ჟან-ბატისტ კოლბერის მიერ. აჭარის რეგიონი წელს პირველად იყო წარმოდგენილი პარიზში, არტ კაპიტალზე, როგორც საპატიო სტუმარი. ბათუმელი ხელოვანების მონაწილეობა უმაღლესი დონის ღონისძიებაში ქვეყნის კულტურული ინეგრაციისთვის მნიშვნელოვანი განაცხადია.


არტ კაპიტალი წარმოადგენს საფრანგეთში ყველაზე მასშტაბურ მულტინაციონალურ კულტურულ ღონისძიებას, რომელიც იწვევს კოლექციონერების და პროფესიონალების მუდმივ ინტერესს. ამ გამოფენას 11 ათასი ადამიანი სტუმრობს ყოველდღიურად. ეს არის თანამედროვე ხელოვნების საგამოფენო სივრცე, სადაც ეცნობიან განსხვავებული ხედვების მქონე ნამუშევრებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.


გამოფენის მიმდინარეობისას დიდი ინტერესი გამოიწვია ქართული ღვინის დეგუსტაციამ და საქართველოდან წაღებულმა მასალამ, რომელიც საქართველოს ტურისტული პოტენციალის პრომოუშენს ეძღვნებოდა. საფრანგეთიდან მზარდია ტურისტების ნაკადი, რომელიც სწორედ ქართული კულტურის გასაცნობად მოდის და ეს გამოფენა მათთვის კიდევ ერთი საინტერესო აღმოჩენა გახდა. ემოციური იყო ქართული ემიგრაციის მრავალრიცხოვანი მაყურებლის დასწრება, რომელთათვისაც ეს ღონისძიება ქართული კულტურის პოპულარიზაციის მნიშვნელივან მოვლენად იქცა.


ბათუმელი მხატვრების: აკაკი ძნელაძის, ბექა ბოლქვაძის, ბესო ბესელიას, ირინა ტორონჯაძის, სპარტაკ კუდბას, მაია ჭყონიას და კახა ნიჟარაძის მრავალფეროვანმა ნახატებმა დამთავლიერებელთა დიდი ყურადღება დაიმსახურა. ფრანგ საზოგადოებას საშუალება მიეცა გაცნობოდა ამიკო ქავთარაძის ფოტოგრაფიას და დარეჯან ბერეკაშვილის სკულპტურებს. არტ კაპიტალი 2020 წელს იმართება საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მაღალი პატრონაჟით. „ფრანგ ხელოვანთა ასოციაციის“ საშუალებით გაითქვა სახელი ისეთმა ხელოვანებმა, როგორებიც არიან დელაკრუა, როდენი, მანე, კლოდელი, ბარტოლდი, სეზანი, სალვადორ დალი, ტულუზ ლოტრეკი,ვან გოგი და სხვები. ასოციაციის მიერ მოწვეული ხელოვანები ექსკლუზიურად იფინებიან 1901 წლიდან პარიზის ისტორიულ მონუმენტში, ცნობილი როგორც გრანდ პალე «Grand Palais » დიდრო და ბოდლერი ქმნიდნენ გამოფენის ქრონიკებს და სრულად ასახავდნენ გამოფენის სიახლეებს და აღმოჩენებს.