გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

2016 წლის შემდეგ, სამეგრელოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში პირველი თოვლი მოვიდა

14-02-2020

2016 წლის შემდეგ, სამეგრელოს რეგიონის რამდენიმე მუნიციპალიტეტში პირველი თოვლი მოვიდა. დიდთოვლობის და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის, კალა-ლასდილის (კმ171-კმ198) მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ინფორმაციას ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში 15 თებერვლამდე მოსალოდნელია ნალექი, თოვლის სახით და ზღვაზე შტორმი. მათივე ცნობით, ზვავსაშიშროების გამო, ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის გადაადგილებაც.

“15 თებერვლამდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალმთაში ზოგან ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება, ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი. საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ლიპყინულის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის გადაადგილება”, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.