გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ქედის მუნიციპალიტეტში ზვავი ჩამოწვა - უხვმა ნალექმა მაღალმთიან აჭარის საავტომობილო გზებზე პრობლემები შექმნა

14-02-2020

ქედის მუნიციპალიტეტში ზვავი ჩამოწვა. უხვმა ნალექმა და ქარბუქმა მაღალმთიან აჭარის საავტომობილო გზებზე პრობლემები შექმნა. გზების გაწმენდის სამუშაოები, რომელიც გვიან ღამემდე გაგრძელდა, დილიდან განახლდა.

ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, ძირითად პრობლემად შიდა სასოფლო გზებზე არსებული ნალექი რჩება. რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება. აჭარის მაღალმთიან რაიონში სტიქიასთან ბრძოლის საგანგებო შტაბებია შექმნილი. თოვლის საფარი აჭარის მაღალმთიან სოფლებში მეტრ ნახევარს აღემატება.

"თოვლის საფარი დაახლოებით 1 მეტრს აღწევს, თუმცა მობილიზებულია ყველა სამსახურები, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობები, ასევე აჭარის საგზაო დეპარტამენტი და ასევე ცენტრალურ საგზაო დეპარტამენტთან ერთად პრაქტიკულად უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები," - აცხადებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.

რუსთავი2