გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2023    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ფოთის ყოფილი მერი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

14-02-2020

ფოტის ყოფილ მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს ირაკლი კაკულიას ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ შოთა ბიჭიამ აღკვეთის ღონისძიება-პატიმრობა გირაოთი შეუცვალა.

მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილებით დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა ასევე, ირაკლი კაკულიასთან ერთად დაკავებული სამივე პირიც.

ირაკლი კაკულიას ადვოკატის ედიშერ ქარჩავას განცხადებით, ფოთის ყოფილ მერს 50 000 ლარის გადახდა დაეკისრა, რაც უძრავი ქონებით იქნება უზრუნველყოფილი.

ირაკლი კაკულია და მასთან ერთად 3 ადამიანი გასული წლის 8 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს. პროკურატურა მათ 528 821 ლარის გაფლაგვას ედავება.

პია