გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დიმიტრი ხუნდაძე: საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახებს, მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმების პერიოდში საარსებო შემწეობის გაცემა არ შეუჩერდებათ

14-02-2020

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი ინიციატივაზე მუშაობს, რომლის მიხედვითაც საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახებს, მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმების პერიოდში საარსებო შემწეობის გაცემა არ შეუჩერდებათ. შემდეგ კი გადამოწმების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულიდან გამომდინარე გაგრძელდება ან შეწყდება მათი პროგრამაში მონაწილეობა.

„ჯანდაცვის კომიტეტის ფუნქცია არ არის მხოლოდ საკანონმდებლო მუშაობა, არამედ ასევე საზედამხედველო ფუნქციაც არის. ამიტომ ჩვენ პერიოდულად ვახდენთ პროგრამების რევიზიას, შეძლების ფარგლებში, ვახდენთ კორექტირებას და საჭირო საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავებას. დაახლოებით, 430 000 მოქალაქე არის სოციალურად დაუცველი, რომელიც საჭიროებს ყოველთვიურ დახმარებას სახელმწიფოს მხრიდან. რა თქმა უნდა, ეს პროგრამა საჭიროებს გარკვეული პერიოდულობით გადამოწმებას, რადგან შეიძლება ამა თუ იმ კონკრეტული ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური ან დემოგრაფიული მდგომარეობა შეიცვალოს და საჭიროა მისი გადაფასება“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. გადამოწმების პერიოდში აქამდე არსებული წესით უწყდებოდათ დახმარება და შემდეგ უკვე იმ ოჯახებისთვის, რომლებიც ბაზაში რჩებოდნენ ანუ დასტურდებოდა კიდევ ერთხელ, რომ მათ სოციალური დახმარება სჭირდებოდათ, სრულად ხდებოდა ამ პერიოდის სოციალური დახმარების ანაზღაურება, მაგრამ ეს პერიოდი ზოგჯერ 1 თვეს და ზოგჯერ მეტსაც მოიცავდა. რა თქმა უნდა, ასეთი ოჯახები რეალური რისკის წინაშე დგებოდნენ და ბედის ანაბარა რჩებოდნენ მძიმე სიღარიბის პირისპირ. ამიტომ ეს ინიციატივა არის მნიშვნელოვანი, რომ გადამოწმების პერიოდში არ შეუწყდეს ოჯახს სოციალური დახმარება მიუხედავად იმისა, თუკი გარკვეული რაოდენობა სისტემიდან, მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, გადის. ახალი ინიციატივის მიხედვით, სახელმწიფო აიღებს ამ ვალდებულებას, რადგან ბაზიდან გასვლის შემთხვევაშიც ასეთი კატეგორია მაინც სიღარიბის სიახლოვეს ტრიალებს“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. როგორც მან აღნიშნა, ამისთვის საჭიროა დამატებით 5.4 მლნ ლარი. ეს ინიციატივა აპრილის ბოლოდან ამოქმედდება.