გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ბრიტანული გამოცემა ყვარლის სტადიონის შესახებ წერს

17-02-2020

ბრიტანულმა გამოცემამ, The Sun Dream Team-მა Facebook-ზე ყვარელში მდებარე სტადიონის ფოტო გამოაქვეყნა. საფეხბურთო მოედანმა ბრიტანელთა ყურადღება იმით მიიპყრო, რომ უძველესი გალავნის შიგნით მდებარეობს.

„საქართველოს მე-5 ლიგაში მოასპარეზე ყვარლის „დურუჯის“ სტადიონი უძველესი ციხესიმაგრის კედლებს შიგნით მდებარეობს. უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ აქ თამაშობთ!“ - წერს ბრიტანული გამოცემა.

ყვარლის ციხესიმაგრე XVI-XVIII საუკუნეებში აშენდა. ციხის რესტავრაცია 1985–1987 წლებში ჩატარდა. 2018 წელს მას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

imedinews.ge