გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ახალციხეში ავარიისას დაშავებული რვა წლის ბავშვის მდგომარეობა მძიმეა

17-02-2020

ახალციხეში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ბავშვი იაშვილის კლინიკაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

რვა წლის გოგო თბილისში 16 თებერვალს, საღამოს გადაიყვანეს. სამედიცინო დაწესებულებაში ამბობენ, რომ მათთან შეყვანის შემდეგ, მოზარდის მდგომარეობა არ შეცვლილა. ექიმების თქმით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

"პაციენტს აღენიშნება თავის ტვინის ინტრაცერებრული სისხლჩაქცევები, ხერხემლის გულმკერდის პირველი, მეორე და მესამე მალების დაზიანებები, კისრის მალის წვეტიანი მორჩების ხაზოვანი მოტეხილობა", - აცხადებენიაშვილის კლინიკაში.

ავარიისას დაშავებული კიდევ ორი ბავშვი ახალციხის კლინიკიდან გუშინვე გაწერეს. მათ ზედაპირული დაზიანებები აღენიშნებოდათ.

შემთხვევა 16 თებერვალს ქალაქ ახალციხეში, ახალქალაქის გზატკეცილზე მოხდა. მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მანქანა მოცურდა და ხეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად სამი ბავშვი დაშავდა.

პია