გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

თელავის სკოლის ინციდენტი - არსებობს ვიდეოჩანაწერი, რომლის მიხედვითაც მოსწავლის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფა დასტურდება

18-02-2020

პედაგოგი, რომელიც მე-6 კლასის მოსწავლეს ფიზიკურად შეეხო, სამსახურიდან გაათავისუფლეს. საუბარია თელავის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მასწავლებელზე. მის საკითხზე დისციპლინურმა კომიტეტმა რამდენჯერმე იმსჯელა და დაადასტურა, რომ პედაგოგი მოსწავლეს ფიზიკურად ნამდვილად შეეხო. სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებას დირექტორმა ხელი უკვე მოაწერა.

ინციდენტი საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის დროს 22 იანვარს მოხდა, როცა მოსწავლე მასწავლებლის მოთხოვნას, საკლასო ოთახი დაეტოვებინა, არ დაემორჩილა.

სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით ბიოლოგიის მასწავლებელი, რომელმაც 12 წლის ბიჭს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, უკვე გათავისუფლებულია.

"კურიერთან" საუბარში ამავე სკოლის დირექტორის მოადგილე ამბობს, რომ არსებობს ვიდეოჩანაწერი, სადაც ფაქტი დაფიქსირებულია. დირექტორი ასევე განმარტავს, რომ სკოლამ კანონის შესაბამისად იმოქმედა და ბიოლოგიის მასწავლებელი, რომელიც წლების განმავლობაში ამ სკოლაში მუშაობდა, გათავისუფლებულია.

"ამბავი დამხვდა, რომ აღარ არის ჩვენი თანამშრომელი, რადგანაც სადისციპლინო კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, ესე იგი დადასტურდა. ჩვენ ვიმოქმედეთ კანონის შესაბამისად," - განაცხადა თელავის სკოლის დირექტორის მოადგილემ.

რუსთავი2