გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ჭიათურაში შუქრუთის მაღაროს თანამშრომლები გაიფიცნენ - "ჯორჯიან მანგანეზმა" მოსახლეობას სასამართლოში უჩივლა

18-02-2020

ჭიათურაში შუქრუთის მაღაროს თანამშრომლები გაიფიცნენ. მაღაროში დასაქმებულები კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" მიერ შეუსრულებელ დაპირებებს და დაწყებულ სასამართლო დავას აპროტესტებენ.

ადგილობრივების თქმით, მაღაროს მუშაობის გამო მათ სოფელში პრობლემები შეიქმნა, დაზიანდა სახლები და გზები.

მოსახლეობა ზარალის ანაზღაურებას მოითხოვდა, თუმცა სექტემბერში გაფიცვის გამო, კომპანიამ მოსახლეობას სასამართლოში უჩივლა.

"ჯორჯიან მანგანეზი" მოსახლეობისგან ხუთ მილიონნახევარ ლარს ითხოვს. მაღაროელების თქმით, გაჩერებულია 13 მაღარო და მუშაობა არ განახლდება, ვიდრე მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

"სექტემბერში გავიფიცეთ, მოვითხოვდით კომპენსაციას. დაგვპირდნენ, დაიწყო მოლაპარაკება, მაგრამ უშედეგოდ. გავიგეთ, რომ კომპანიამ გვიჩივლა და გაცდენილი დღეების გამო ხუთ მილიონნახევარ ლარს ითხოვენ. ჩვენ გვაზარალებენ და ნაცვლად კომპენსაციის მოცემისა, ჩვენ გვიჩივიან. სახლები დაგვენგრა, სასაფლაოები ჩავარდა, ახლადაშენებული ეკლესია დაიბზარა, მალე მთელი სოფელი ჩავარდება," - განაცხადეს ადგილობრივებმა.

სოფელ შუქრუთში 280 ოჯახი ცხოვრობს. ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ მათ კომპანიისგან კომპენსაცია არ მიუღიათ.

რუსთავი2