გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

დედოფლისწყაროში “ფრონტერას” ყოფილი თანამშრომლების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

18-02-2020

დედოფლისწყაროში, ნავთობმომპოვებელი კომპანია ,,ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას” ყოფილი თანამშრომლები აქციას დილიდან მართავენ.
კომპანიის ყოფილი თანამშრომლები დღეს ინავთობაზასთან შეიკრიბნენ და არსებული ვითარება კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. როგორც “რეგიონულ კვირასთან” აქციის მონაწილეებმა აღნიშნეს კომპანიას მუნიციპალიტეტში მოპოვებული ნავთობის გატანის უფლებას არ მისცემენ.
“მანქანები გამოგზავნეს, ნავთობის წასაღებად, მაგრამ არ გავატანთ. იმიტომ რომ ხელფასებს არ გვიხდიან. ასეთ რეჟიმში გავაგრძელებთ აქციებს, მანამ სანამ კუთვნილ ხელფასებს არ მოგვცემენ”,- განმარტა გიორგი კვირიკაშვილმა.
აქციის მონაწილეებ კომპანიის გენერალური დირექტორის,ზაზა მამულეიშვილის გადადგომასაც ითხოვენ.
“ბოროტად იყენებს თანამდებობას. უნდა გადადგეს და მოვიდეს ახალი ხელმძღვანელი, ვინც მართლა უხელმძღვანელებს კომპანიას”,- ამბობს ვალიდა ლომაშვილი.

ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.

ცნობისთვის, “ფრონტერას” წინააღმდეგ სახელმწიფოს დავა საერთაშორისო არბიტრაჟში აქვს დაწყებული.
კომპანია “ფრონტერას” 11-თვიანი დავალიანება 84 თანამშრომლის მიმართ ჯამში, მილიონამდე ლარი აქვს.