გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

კასპში “მეფის ქალაქის” რეაბილიტაცია იწყება

18-02-2020

კასპის მუნიციპალიტეტში ე.წ  „მეფის ქალაქის“ რეაბილიტაციის პროცესი იწყება. მე-17 საუკუნის ძეგლი ისტორიულად, ქართველ მეფეთა საზაფხულო რეზიდენციას წარმოადგენდა. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის აღსადგენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 300 000 ლარია გამოყოფილი. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2020 წელს დაიწყება და ორ ეტაპად განხორციელდება .
მე–17 საუკუნის “მეფის ქალაქი ” სოფელ ახალქალაქის ცენტრში მდებარეობს. ძეგლს შემორჩენილი აქვს გალავანი ჩრდილოეთით და სამხრეთით, დასავლეთით ნაწილი დანგრეულია, აღმოსავლეთით გალავანი სრულიად დანგრეულია. გალავნის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში დგას სამეთვალყურეო კოშკი. კოშკი ცილინდრულია, შესასვლელი კარები დასავლეთიდან აქვს, პირველი სართულის დონეზე, პირველი სართული ყრუა, თუ არ ჩავთვლით შესასვლელს, მეორე სართულზე ექვსი სათოფური და ბუხარია, მესამე სართულზე ოთხი სათოფური და ერთი ბუხარია, სართულშუა გადახურვა კოჭოვანი იყო. ჩამონგრეულია, ნაშენია ნატეხი და რიყის ქვით.
“სამეფო ქალაქის” სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში არის მეორე კოშკი, შემორჩენილია ორი სართული, შესასვლელი პირველი სართულის დონეზეა, ჩრდილოეთიდან ამავე სართულზე ორი ნიშია, მეორე სართულზე ხუთი სათოფურია, მესამე სართული მონგრეული აღნიშნული ობიექტი მას შემდეგ, რაც მოხდება რეაბილიტაცია უმასპინძლებს ძალიან ბევრ ტურისტს და მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც რომ აღნიშნული სოფლის ლოკაციიდან ახლოს ძალიან ბევრი ტურისტულად მნიშვნელოვანი ადგილები გვაქვს შიდა ქართლში და ამ თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია”,- განაცხდა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

კვირა