გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ლევან დავითაშვილი: „რუსთავის აზოტში“ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას 4 მილიონი ევრო მოხმარდება“

19-02-2020

„ჩვენ ავიღეთ უპირობო ვალდებულება, რომ ქვეყანაში სათბური გაზების ემისიების ზრდას შევამცირებთ. გერმანიის გარემოს დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, მივიღებთ მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას, რომელიც საშუალებას მოგვცემს, აზოტმჟავას წარმოების შედეგად წარმოქმნილი გაზების გარემოში მოხვედრა მინიმუმამდე შემცირდეს“ - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფილის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.


საქართველო, გერმანიის გარემოს დაცვის, ბუნების კონსერვაციისა და ბირთვული უსაფრთხოების ფედერალურ სამინისტროსთან თანამშრომლობით, შეუერთდა ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს ამ ინიციატივის წევრ ქვეყნებში აზოტმჟავას მწარმოებელი კომპანიები აღჭურვოს კლიმატის ცვლილების გამომწვევი აზოტის ოქსიდის მშთანთქავი ტექნოლოგიით.ლევან დავითაშვილი:


„აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია იმ მოცემულობაში, როცა ჩვენ რუსთავის ჰაერის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ვმუშაობთ. უკვე შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, ასევე შეიქმნა საინიციატივო ჯგუფთან მჭიდრო თანამშრომლობის ფორმატი იმისათვის, რომ პროცესი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე. საკითხი რთულია და მის მოგვარებას რამდენიმე წელი დასჭირდება. კონკრეტული შეთანხმებით, რომელიც დღეს მთავრობამ მოიწონა, მივიღებთ 2 მილიონი ევროს დაფინანსებას გერმანიის მთავრობიდან. სააქციო საზოგადოება „რუსთავის აზოტი“ დამატებით დააფინანსებს მეორე 50 %-ს, საბოლოოდ, საწარმოში 4 მილიონი ევრო მოხმარდება ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას, რომელიც ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევებს მინიმუმამდე დაიყვანს. „რუსთავის აზოტის“ მიერ აზოტმჟავას წარმოების პროცესის დროს წარმოქმნილი სათბურის ეფექტის მქონე ემისიები ქვეყნის მთლიანი სათბურის ეფექტის მქონე გაზების ემისიების დაახლოებით 4-5 %-ს შეადგენს. ქალაქ რუსთავისთვის ეს იქნება მნიშვნელოვანი გარღვევა. რუსთავის ჰაერთან მიმართებაში გვექნება კომპლექსური მიდგომა, ისევე, როგორიც ჩვენ გვაქვს თბილისის ჰაერის ხარისხის მართვასთან დაკავშირებით. შედეგად, ეტაპობრივად, მოგვარდება არსებული პრობლემები“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.


ქალაქ რუსთავში, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დღის წესრიგის პრიორიტეტია.
ინიციატივა, რომელსაც საქართველო შეუერთდა, ხელს შეუწყობს ქვეყანას გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის პარიზის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაში. 2015 წლიდან საქართველო პარიზის შეთანხმების მონაწილე ქვეყანაა.