გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

აქცია სუფსაში - ადგილობრივები გიორგი გახარიას საქმის პირად კონტროლზე აყვანას სთხოვენ

19-02-2020

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. 30 ოჯახი, რომლებმაც საავტომობილო გზების დეპარტამენტს ნაკვეთები ავტობანის მშენებლობისთვის გადასცეს, მიიჩნევენ, რომ სახელმწიფომ მათ ნაკვეთებში მიზერული თანხა გადაუხადა.

სუფსელების თქმით, მაშინ, როცა სხვა ტერიტორიებზე იმავე საჭიროებისთვის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მოქალაქეებს კვადრატულ მეტრში 23 ლარამდე გადაუხადა და ერთჯერადი კომპენსაციაც მისცა, სუფსელებმა საკუთარ ნაკვეთებში მხოლოდ 5 ლარი, ისიც იმ პირობით მიიღეს, რომ თუ ისინი გაყიდვას არ დათანხმდებოდნენ, სახელმწიფო მათ ნაკვეთებს ჩამოართმევდა.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ შესაბამის უწყებებს ჯერ კიდევ 2019 წლის აპრილში მიმართეს და აღნიშნულ საქმეზე სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა, თუმცა უკვე 10 თვეა, გამოძიების მიმდინარეობის შესახებ არაფერი იციან.

მოსახლეობამ გენერალურ პროკურატურას, ინფრასტრუქტურის მინისტრს, ფინანსურ პოლიციას და მაჟორიტარ დეპუტატს უკვე მიმართა და ამჯერად პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას საქმის პირად კონტროლზე აყვანას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნულ ნაკვეთებზე ისინი საავტომობილო გზების დეპარტამენტს ავტობანის მშენებლობის ნებას არ მისცემენ და ცენტრალურ ტრასას გადაკეტავენ.

რუსთავი2