გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

სამტრედიაში ცოლის მკვლელობისთვის მამაკაცს ბრალი წარუდგინეს, ის დანაშაულს აღიარებს

19-02-2020

სამტრედიაში მომხდარ  მკვლელობაში ბრალდებულ გ.ა-ს ბრალი წარედგინა და ის ბრალს აღიარებს.

ადვოკატ პავლე კაკაბაძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სრულად აღიარებს ბრალს და მომხდარის გამო სინანულს გამოთქვამს.

"შევხვდი ჩემ დაცვის ქვეშ მყოფ პირს, უმძიმესი ფსიქოლიგიური მდგომარეობის არის, ძალიან წუხს მომხდარის გამო, რა თქმა უნდა, ეს არ ამსუბუქებს მის მდგომაროებას, თუმც მარლთმსაჯულებისათვის გარკვეულწილად, გასათვალისწინებელი იქნება. რაც შეეხება დანაშაულებრივ ქმედებას, ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის 11 პრიმა 109-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისთვის, ასევე, სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისიწინებული ქმედებისათვის. აღიარებს რეალურად და გულწრფელად ინანიებს ბრალად შერაცხულ დანაშაულს და მისი დადებითი პიროვნული მახასიათებლების გათვალისიწნებით და არსებული წინაპირობისა, არ ამართლებს დანაშაულს, ასეთი მოსაზრება აქვს თავად ბრალდებულს.

რაც შეეხება სასამართლოს, დამოკიდებულია, როდის შევა ბრალდების მხარე შუამდგომლობით აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების თაობაზე. სხდომა წარიმართება ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, ბრალის წარდგენიდან 48 საათში საქმე უნდა გადაიგზავნოს სასამართლოში და სასამართლომ 24 საათში უნდა განიხილოს," - განაცხადა პავლე კაკაბაძემ.

სამტრედიაში მამაკაცმა ცოლი გუშინ მოკლა. ქალი განქორწინების მიზნით სამოქალაქო რეესტრის შენობაში იმყოფებოდა, რა დროსაც მეუღლე მივიდა და ყელი გამოსჭრა.

რუსთავი2