გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

სოფელ წინარეხის მიმდებარედ ტყის მასივის ქვედა საფარი იწვის

20-02-2020

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხის მიმდებარედ ტყის მასივის ქვედა საფარი იწვის.

როგორც “რეგიონულ კვირას“ გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის ადგილზე მეხანძრე- მაშველები მუშაობენ  და ცეცხლის ქრობის პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს.

“ადგილზე უკვე იმყოფებიან როგორც გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები, ასევე, ჩვენი წარმომადგენლები. ჩემი ინფორმაციით, ხანძარი დაახლოებით ნახევარ ჰექტარზეა გავრცელებული . საბედნიეროდ, ცეცხლის კერა დასახლებული პუნქტისგან საკმაოდ შორსაა, თუმცა დაკვამლიანება შეიმჩნევა. ამ წუთებში მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზების პროცესი“, განაცხადა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ მერებაშვილმა.

კვირა