გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ხაშურში მყოფი კორეელი მამაკაცი ვირუსის ნიშნებით თბილისის ინფექციური პათოლოგიის ცენტრში მოათავსეს

20-02-2020

ხაშურის მუნიციპალიტეტში მყოფი 55 წლის კორეელი მამაკაცი, ვირუსის ნიშნებით თბილისის ინფექციური პათოლოგიის ცენტრში მოათავსეს.

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, პაციენტს ზემო სასუნთქი გზებიდან სინჯები აუღეს და პასუხი დღის ბოლომდე იქნება ცნობილი.

“მამაკაცი საქართველოში კორეადან ჩამოვიდა. იგი ხაშურში იმყოფებოდა, რა დროსაც თავი შეუძლოდ იგრძნო. აღენიშნებოდა მაღალი სიცხე და ტემპერატურის მატება. ამ დილით აუღეს ზემო სასუნთქი გზებიდან მასალა ახალი კორონავირუსის ინფექციის ტესტზე და პასუხი დღის ბოლომდე იქნება ცნობილი“, – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა.