გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ კოდისწყაროში სასკოლო ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

21-02-2020

სოფელ კოდისწყაროში   60 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. სკოლის მშენებლობას, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ჯავა“ ახორციელებს. თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ და კეთილმოწყობილ სკოლაში, ახალი სასწავლო წლიდან გამყოფი ხაზისპირა სოფლებში მცხოვრები ბავშვები ისწავლიან.  სამუშაოების ღირებულება 1 123 577 ლარია.


კასპის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს  საჯარო სკოლების ახალი შენობების მშენებლობის  და არსებული სკოლების სარეაბილიტაციო პროცესი.  აშენდა და უკვე ფუნქციონირებს მაღალი სტანდარტების სკოლები სოფელ თვალადსა და ქალაქ კასპში (#1 საჯარო სკოლა). ამჟამად სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს სოფელ  წინარეხსა და ხოვლეში. 150 მოსწავლეზე, ახალი სკოლის მშენებლობა მალე სოფელ  ქვემო გომშიც დაიწყება. საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის ხელშეწყობა უმნიშვნელოვანესია, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ მოსწავლეებს  და პედაგოგიურ კოლექტივს საჭირო პირობები შევუქმნათ  - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ მერებაშვილმა.