გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სააკაშვილი: ქუთაისში პარლამენტის გადატანა საშვილიშვილო საქმე იყო საქართველოსთვის

22-02-2020

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეკეონომიკის სამინისტროს მიერ დაწყებულ პროცესს, ქუთაისში პარლამენტის შენობის გაყიდვის გეგმას გამოეხმაურა. მისი თქმით, ქუთაისში პარლამენტის გადატანა საშვილიშვილო საქმე იყო საქართველოსთვის. სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ ქართველი ხალხი პარლამენტს ქუთაისში კვლავ დააბრუნებს.
ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.


"საქართველოს მაოხრებელმა ივანიშვილმა გამოაცხადა თავისი მორიგი დიდი მავნებლობა - ქუთაისში საქართველოს პარლამენტის შენობის გაყიდვა.

ქუთაისში პარლამენტის გადატანა, ეს იყო საშვილიშვილო საქმე საქართველოსთვის. ის აძლიერებს დასავლეთ საქართველოს, და საქართველო უნდა იყოს ძლიერი როგორც აღმოსავლეთში, ასევე დასავლეთში, ეს არის მიმართული აფხაზური სეპარატიზმის წინააღმდეგ და აფხაზეთის დაბრუნებას ემსახურება სტრატეგიულად... ეფუძნებოდა ლაზიკის პორტის განვითარების სტრატეგიას, ეფუძნებოდა ქუთაისის და გარშემო იმერეთის, სამეგრელოს და ზოგადად დასავლეთ საქართველოს სწრაფ განვითარებას, სვანეთის სწრაფი განვითარების ჩემეულ ხედვას და სტრატეგიას.

ივანიშვილს უნდა, ეს ყველაფერი გააჩეროს და მოსპოს, იმიტომ, რომ მისი ამოცანაა სუსტი, გავერანებული საქართველო.

დამაქცევარი ივანიშვილი და მისი მოღალატე ჯგრო აუცილებლად ჩამოშორდება ხელისუფლებას და მე დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი დააბრუნებს პარლამენტს ქუთაისში"-დაწერა სააკაშვილმა.