გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გიგი უგულავა ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში კენჭს იყრის

5-02-2018

პარტია „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი გიგი უგულავა პარლამენტის შუალედურ არჩევნებში ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში იყრის კენჭს. ამის შესახებ გიგი უგულავამ პარტიის ყრილობაზე განაცხადა.

გიგი უგულავას თქმით, თუ ოპოზიცია გაიმარჯვებს ვანსა და ხონში, გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებზეც.

„დადგა დრო მოვიპოვოთ პირველი გამარჯვება გამარჯვებების ძალიან გრძელ და მნიშვნელოვან გზაზე. ჩვენ ვხედავთ გაჩერებულ ქვეყანას, ეკონომიკას, რომელიც სულს ღაფავს, გაზრდილ კრიმინალს, რომელსაც სახელმწიფო ვეღარ უმკლავდება. ვხედავთ თვითკმაყოფილ სახეებს ხელისუფლებაში და გაღატაკებულ სახეებს ქუჩაში.

ხონსა და ვანს აქვს პრივილეგია, იყოს ცვლილებების მედროშე და ავანგარდი. დიდი პატივია იყო შენი მოსახლეობის ხმა პარლამენტში, მაგრამ აქ საქმე ჩემში არ არის. თუ ოპოზიცია გაიმარჯვებს ხონსა და ვანში, გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებზეც. თუ ვიქნებით კონსოლიდირებული, 2018 წელი დიდი შემობრუნების და იმედის წლად შეიძლება ვაქციოთ“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

2016 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნების შედეგად ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატი გრიგოლ ლილუაშვილი გახდა, თუმცა 2017 წლის დეკემბერში ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა და დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა.

reginfo.ge