გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ტყიბულში ძიძიგურის სახელობის შახტის 200-ზე მეტი თანამშრომელი გაიფიცა

24-02-2020

ტყიბულში, ძიძიგურის სახელობის შახტის 200-ზე მეტი თანამშრომელი გაიფიცა. ადგილზე დასაქმებულებმა მუშაობაზე პროტესტის ნიშნად  უარი განაცხადეს. 

მეშახტეები ახალი ინვესტორის გადაწყვეტილებას- მინდელის სახელობის შახტში გადაყვანას აპროტესტებენ.

გარდა ამისა,  გაფიცულები ამბობენ,  რომ ახალმა ინვესტორმა, რომელიც ეკონომიკის მინისტრმა წარადგინა, დაპირებები არ შეასრულა და სამუშაო პირობები არ გააუმჯობესა.

ძიძიგურის შახტში დასაქმებულები შიშობენ, რომ ობიექტზე ექვსი თვის წინ მისული უკრაინული კომპანია საბოლოოდ შახტის დახურვას და მათ სამსახურიდან გათავისუფლებას გეგმავს. მთავარ მიზეზად კი, კომპანიის მიერ საინვესტიციო ვალდებულების შეუსრულებლობას ასახელებენ.

 "უნდათ ჩვენი გადაყვანა მინდელის შახტაში, რაც ჩვენს სამუშო პირობებს გაართულებს, ახალმა ინვესტორმა ნაცვლად პირობების გაუმჯობესებისა, ჩვენი მდგომარეობა გააუარესა. სავარაუდოდ, მოხდება ამ შახტის დახურვა და ჩვენ უმუშევრები დავრჩებით. ვაპირებთ,  პროტესტი გავაგრძელოთ, ვიდრე არ დაგვტოვებენ ამ შახტაში," - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

რუსთავი