გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

კასპში მამაკაცი საკუთარ მიწის ნაკვეთში დაიწვა

25-02-2020

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ დოესში 68 წლის მამაკაცი საკუთარ მიწის ნაკვეთში დამწვარი იპოვეს.

როგორც სოფლის რწმუნებულმა “რეგიონულ კვირას” განუცხადა, სავარაუდოდ, ცეცხლი თავდაპირველად ხმელ ბალახს მოეკიდა, შემდეგ კი მამაკაცს, რის შედეგადაც 68 წლის კაცი გარდაიცვალა.
“ძალიან სამწუხარო ამბავი მოხდა. ბაღს ასუფთავებდა, ფოცხავდა და ბალახს რომ წაუკიდა ცეცხლი, სავარაუდოდ, ქარი ქროდა. ცეცხლი ბაღს მოედო, შემდეგ თვითონ მასაც და დაიწვა. დამხმარეც არავინ ჰყავდა, რომ დახმარებოდა. მარტო იყო სამუშაოდ წასული”,- განაცხადა  ტარიელ ოხანაშვილმა.
ადგილობრივების ვერსიით, შემთხვევის დროს გარდაცვლილს იქვე, ნაკვეთში ეძინა.

” სავარაუდოდ ნასვამი იყო. მუშაობის დროს წამოწვა და თან ბალახს ცეცხლი წაუკიდა. ჩაეძინა და ეტყობა ჩაიწვა”,- განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

კვირა