25-02-2020
დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ, ამ ეტაპზე, შიდა ქართლის რეგიონში, იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის ბინების განაწილების პროცესი დაასრულა.
გორსა და ხაშურში, ახალაშენებულ კორპუსებში, გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, საცხოვრებელი ფართი 34 დევნილ ოჯახს გადაეცემა. ერთ-ერთი ოჯახი , რომელსაც 2020 წლის თებერვლის განსახილველ კომისიის სხდომაზე ბინა გადაეცა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეღვრეკისში მცხოვრები, 1993 წელს ცხინვალიდან დევნილი ელბაქიძეების ოჯახია.26 წლის განმავლობაში ელბაქიძეების ოჯახს ბინის მიღების მოთხოვნით შესაბამისი უწყებისთვის არაერთხელ მიუმართავს , თუმცა უშედეგოდ.
დევნილ ოჯახს ახლად აშენებულ კორპუსში ბინის გადაცემის შესახებ ინფორმაცია, თავად დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა მიაწოდა.